К основному контенту

 ესეც ჩემი პატარების ლოგიკური აზროვნების  შედეგი... 

3ა კლასი    - თემა. " გასეირნება ქალაქში"..

  იმ დღეს პროექტორზე წვდომა არ გვქონდა, ამიტომ მხოლოდ ფრაგმენტები მოვასმენინე ბავშვებს.. ავღწერეთ და ვიმსჯელეთ მუსიკაზე და ვთხოვე დაეხატათ  თუ როგორი სახლები წარმოიდგინეს..

  გამაოცა ბავშვების ზუსტმა მიგნებამ და რაც მთავარია მსჯელობამ.. 

   ეს კი მათი  ფერადი ხედვაა..












Комментарии

Популярные сообщения из этого блога

    მე გახლავართ ნინო დოღონაძე - საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის "ახალი სკოლის მოდელი"  მუსიკის საგნის ქოუჩი, რომელიც მუსიკის სწავლების ახალ ხედვას ვუზიარებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის მასწავლებლებს.  განათლების რეფორმამ ყველაზე მეტი სიახლე სწორედ მუსიკის საგანს შესძინა. ქოუჩინგის პერიოდში მუდან მესმოდა მუსიკის მასწავლებლების განსხვავებული შეფასებები კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით: აღფრთოვანებული შეფასებებიდან დამთავრებული სწავლების ამ ახალი მეთოდის უარყოფამდე.  ალბათ სწორედ ამან განაპირობა ჩემი შესვლა საჯარო  სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. გამიჩნდა სურვილი  თავად მენახა, თუ რამდენად აქვთ მიმღებლობა მოსწავლეებს.  გავიარე შესარჩევი კონკურსი, როგორც ყველა კანდიდატმა და სექტემბრის თვიდან გავხდი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი.   მინდა ავღნიშნო. რომ გამიმართლა, რადგან სკოლა ფაქტიურად სრულადაა არჭურვილი ტექნიკურად, რაც იძლევა საშუალებას სრულყოფილად  იმუშავო კომპლექსურ დავალებებზე, თანმიმდ...
     2023 წლის დეკემბრის თვეში ჩემს მიერ ჩატარდა ორი    საჩვენებელი ღია გაკვეთილი 3 კლასებში    თემაზე „ჩემი ცხოვრების ერთი დღე“     საკითხი - მუსიკით განწყობის გადმოცემა.     გაკვეთილის მიზანი იყო მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის მეჩვენებია სწავლა სწავლების შედეგები და განმემარტა, რომ სწავლების ახალი მოდელი სრულიად განსხვავებულად წარმართავს მუსიკის გაკვეთილს, რომ ამ საგანში თავს იყრის ბავშვის სხვადასხვა უნარები და რომ მუსიკა შეიძ₾ება ლოგიკურად ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა საგნებთან. გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქ-ნი თამარ ქობულაძე.     ამ ღია გაკვეთილებს ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა- როგორც ახალ გამოწვევას, რადგან წელს პირველად შევედი დაწყებითი საფეხურის ამ საფეხურზე - 3 კლასში. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოცდაც იყო, რომელმაც    წარმატებით ჩაიარა.    15 დეკემბერს ღია გაკვეთილი ჩატარდა    3 ა კლასში.   18 დეკემბერი -  3დ...