К основному контенту

 


  მე გახლავართ ნინო დოღონაძე - საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის "ახალი სკოლის მოდელი"  მუსიკის საგნის ქოუჩი, რომელიც მუსიკის სწავლების ახალ ხედვას ვუზიარებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის მასწავლებლებს.  განათლების რეფორმამ ყველაზე მეტი სიახლე სწორედ მუსიკის საგანს შესძინა. ქოუჩინგის პერიოდში მუდან მესმოდა მუსიკის მასწავლებლების განსხვავებული შეფასებები კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით: აღფრთოვანებული შეფასებებიდან დამთავრებული სწავლების ამ ახალი მეთოდის უარყოფამდე.  ალბათ სწორედ ამან განაპირობა ჩემი შესვლა საჯარო  სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. გამიჩნდა სურვილი  თავად მენახა, თუ რამდენად აქვთ მიმღებლობა მოსწავლეებს.  გავიარე შესარჩევი კონკურსი, როგორც ყველა კანდიდატმა და სექტემბრის თვიდან გავხდი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი.

  მინდა ავღნიშნო. რომ გამიმართლა, რადგან სკოლა ფაქტიურად სრულადაა არჭურვილი ტექნიკურად, რაც იძლევა საშუალებას სრულყოფილად  იმუშავო კომპლექსურ დავალებებზე, თანმიმდევრულად გაიარო ეტაპები და ლოგიკურად მიხვიდე კომპლექსურამდე.  ასევე ავღნიშნავ იმ შემოქმედებით და საქმიან გარემოს, რაც დამხვდა სკოლაში და რაც ჩემთვის კიდევ ერთი ახალი გამოცდილება გახდა.
   ვთვლი, რომ ჩემი ეს გადადგმული ნაბიჯი სწორია, რადგან არა მხოლოდ რეალობაში შევაფასე რეფორმის შედეგები, არამედ ჩემი თავიც გამოვცადე.  იმედია წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევაა, სადაც  შევძლებ უკვე ჩამოყალიბებული ჩემი იდეებისა და ხედვების რეალიზებას.


       I am  Nino Dogonadze - music subject coach of the "New School Model" project of the Ministry of Education of Georgia,, who shares a new vision of music teaching with music teachers of secondary schools. Education reform brought the most news to the subject of music. During the coaching period, I heard different assessments from regarding complex tasks: From rave reviews to rejection of this new teaching method. Perhaps this is what led me to join a public school as a music teacher.  I wanted to see for myself how receptive students are.  I passed the selection competition, like all the candidates, and from September I became a music teacher of the 33rd public school of Kutaisi.

    I would like to mention that I was lucky, because the school is literally completely unequipped technically,  which allows you to work perfectly on complex tasks, consistently go through the stages and logically reach the complex.  I would also like to mention the creative and business environment that I met at school, which became another new experience for me.

   I believe that this step of mine is the right one, because I not only evaluated the results of the reform in reality, but also tested myself.  I hope there are many more interesting challenges ahead, where I will be able to realize my already formed ideas and visions.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

 ესეც ჩემი პატარების ლოგიკური აზროვნების  შედეგი...  3ა კლასი    - თემა. " გასეირნება ქალაქში"..   იმ დღეს პროექტორზე წვდომა არ გვქონდა, ამიტომ მხოლოდ ფრაგმენტები მოვასმენინე ბავშვებს.. ავღწერეთ და ვიმსჯელეთ მუსიკაზე და ვთხოვე დაეხატათ  თუ როგორი სახლები წარმოიდგინეს..   გამაოცა ბავშვების ზუსტმა მიგნებამ და რაც მთავარია მსჯელობამ..     ეს კი მათი  ფერადი ხედვაა..
     2023 წლის დეკემბრის თვეში ჩემს მიერ ჩატარდა ორი    საჩვენებელი ღია გაკვეთილი 3 კლასებში    თემაზე „ჩემი ცხოვრების ერთი დღე“     საკითხი - მუსიკით განწყობის გადმოცემა.     გაკვეთილის მიზანი იყო მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის მეჩვენებია სწავლა სწავლების შედეგები და განმემარტა, რომ სწავლების ახალი მოდელი სრულიად განსხვავებულად წარმართავს მუსიკის გაკვეთილს, რომ ამ საგანში თავს იყრის ბავშვის სხვადასხვა უნარები და რომ მუსიკა შეიძ₾ება ლოგიკურად ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა საგნებთან. გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქ-ნი თამარ ქობულაძე.     ამ ღია გაკვეთილებს ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა- როგორც ახალ გამოწვევას, რადგან წელს პირველად შევედი დაწყებითი საფეხურის ამ საფეხურზე - 3 კლასში. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოცდაც იყო, რომელმაც    წარმატებით ჩაიარა.    15 დეკემბერს ღია გაკვეთილი ჩატარდა    3 ა კლასში.   18 დეკემბერი -  3დ...