მე გახლავართ ნინო დოღონაძე - საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის "ახალი სკოლის მოდელი" მუსიკის საგნის ქოუჩი, რომელიც მუსიკის სწავლების ახალ ხედვას ვუზიარებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის მასწავლებლებს. განათლების რეფორმამ ყველაზე მეტი სიახლე სწორედ მუსიკის საგანს შესძინა. ქოუჩინგის პერიოდში მუდან მესმოდა მუსიკის მასწავლებლების განსხვავებული შეფასებები კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით: აღფრთოვანებული შეფასებებიდან დამთავრებული სწავლების ამ ახალი მეთოდის უარყოფამდე. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ჩემი შესვლა საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. გამიჩნდა სურვილი თავად მენახა, თუ რამდენად აქვთ მიმღებლობა მოსწავლეებს. გავიარე შესარჩევი კონკურსი, როგორც ყველა კანდიდატმა და სექტემბრის თვიდან გავხდი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი. მინდა ავღნიშნო. რომ გამიმართლა, რადგან სკოლა ფაქტიურად სრულადაა არჭურვილი ტექნიკურად, რაც იძლევა საშუალებას სრულყოფილად იმუშავო კომპლექსურ დავალებებზე, თანმიმდ...